9 день тренинга
Мы разрабатывали 8 модуль, говорили о том, как эффективнее подготовить наши портфолио для презентации. Сделали презентации наших портфолио, посмотрели презентации друг друга. Сделали коментарий. Подвели итоги всего тренинга. Красиво оформили свой блог.
რეფლექსია:
ტრენინგმა საინტერესოდ
ჩაირა , ტრენინგი გრძელდებოდა 9 დღის განმავლობაში, ყოველ სასწავლო დღეს სიახლეებს
ვეუფლებოდით.
პირველი დღე: მიმოვიხილეთ ინტელის
პროგრამა, ვისწავლეთ პროექტებით სწავლება, პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, ფაილების
გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,
პორტფოლიოს ჩეკლისტი, პროექტის გეგმის შაბლონი, პროექტის მახასიათებლების
ჩეკლისტი, სასწავლო მიზნები, პორტფოლიოს
რუბრიკა.
მეორე დღე: გავიარეთ პირველი
მოდულის „პროექტებით სწავლების“ მეოთხე აქტივობა პუბლიკაციების მომზადება,
პროექტებით სწავლების თემაზე: განვიხილეთ პუბლიკაციიების დაგეგმვა,გამოვიყენეთ
გამოცემის ჩეკლისტის მომზადება, ვნახეთ ბროშურის ნიმუშები, ვისწავლეთ ბროშურის
შექმნა, ინფორმაციის განთავსება ბლოგზე, დიზაინის შეცვლა, ჩანართების შექმნა
ბლოგზე.
მესამე
დღე: გადმოვწერეთ ე.ს..გ სტანდარტები და მიზნები
შეუსაბამეთ ჩვენი პროექტის მიზნებსა და სტანდარტს, გავიხსენეთ 21-ე საუკუნის
უნარები, და შევარჩიეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი უნარი. მიმართულების მიმცემი
საკვანძო სიტყვები, გავეცანით პრეზენტაციას. განვიხილეთ ონლაინთანამშრომლობითი
სწავლება.
მეოთხე
დღე: განვიხილეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა
მეთოდები, შეფასების სტრატეგიები და მისი 5 ძირითად კატეგორიად დაყოფა, დროში
გაწერილი შეფასების გეგმა,პრეზენტაციის შექმნა შაბლონის მიხედვით.
მეხუთე
დღე: განვიხილეთ პრეზენტაციები, შევისწავლეთ ინტერნეტში
ინფორმაციის მოძიება და გადმოწერა. გავეცანით საავტორო უფლებებს. მოვიძიეტ საძიებო
სისტემები, გავეცანით ელექტრონული ფოსტის ჩათს, გავეცანით ინტერნეტკოლაბორაციულ
(თანამშრომლობით) რესურსებს, შევქმენით კვლევის ფორმები და გაუზიარეთ
ერთმანეთს.
მეექვსე
დღე: გუგლის დრაიფში შევქმენით ვორდისა და ექსელის
დოკუმენტი და გაუზიარეთ ერთმანეთს, დაუბრუნდით შეფასების გეგმის სქემას და
შევიტანეთ ცვლილებები, განვიხილეთ მოსწავლეთა ნაშრომები, შევქმენით სავარაუდო
ნაშრომი
მეშვიდე
დღე: განვიხილეთ მეექვსე მოდული, განვსაზღვრეთ
მოსწავლეთა საჭიროებები, ვისაუბრეთ მოსწავლეთა განსხვავებულ საჭიროებების
გათვალისწინებაზე, წავიკითხეთ თემასთან არსებული ბმულები, შევქმენით აღნიშნულ
თემაზე რესურსები და მოვამზადეტ შაბლონები.
მერვე
დღე: გავეცანით მეშვიდე მოდულს, წავიკითხეთ
ფასილიტაციის მასალები, ვისაუბრეთ კითხვის დასმის ხელოვნებაზე, მოსწავლეებში
მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისთვის, გავეცანით ისტ სტანდარტებს
პედაგოგებისათვის, შევქმენიტ ფასილიტაციის მასალები.
მეცხრე
დღე: გადავხედეთ მერვე მოდულის შეკითხვებს და ძირითად
მასალას, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ ჩვენს მიერ შემუშავებული იდეები და მასალები,
რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კლასში, სწავლების და დაგეგმვის პროცესში,
სწავლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით. მასალები ავტვირთეთ ბლოგზე. ტრენინგი იყო
საინტერსო და ნაყოფიერი, ბევრი სიახლეების მომტანი, თითოეულ მათგანს გამოვიყენებ
სასწავლო პროექტების წერის დროსა და სასწავლო პროცესში. მადლობას ვუხდი ტრენინგის
ორგანიზატორებსა და თავად ტრენერს.